სინამდვილეში, ქველმოქმედების მხოლოდ ეს ერთი აქტი არის საკმარისი, რომ ადამიანი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდეს… იოანე ზოსიმეს ხელნაწერში სუნთქავს არა მხოლოდ ქართული ანბანი, არამედ ჩვენი გენი და მისია, - ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაგრამ ქველმოქმედების ამ აქტამდე იყო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ დაბრუნება, 100 მილიონიანი ქველმოქმედება პანდემიის დროს, სამების ტაძარი, ქართული რაგბი და უამრავი ეროვნული საქმე, რომელიც ან ინვესტიცია იყო ქართულ ეკონომიკაში, ან ინვესტიცია ქართულ კულტურაში. ამიტომ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, ის ერთდროულად ებრძვის საქართველოს ისტორიას და მომავალს. ეს ბრძოლა კი განწირულია მარცხისთვის, როგორც საქართველო - გამარჯვებისთვის! - წერს იონათამიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |