შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: რაც შეეხება ზიზღის, ძალადობის და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ, აქ ხომ ხილულად ვიცით რაც ხდება, ამაზეა ზუსტად საუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 11 ივნისი 2024, 16:36

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია, დამტკიცებადი ტერორის კამპანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. განსაკუთრებით მე კვლავ მოველი, რომ ის ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, ვაკვირდები მათი თანამშრომლობა გაგრძელდება თუ არა ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგითა და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის იაგო ხვიჩიას საპასუხოდ, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ფარული ლოცვა-კურთხევით სცემენ ადამიანებს და ,„არ შეიძლება ადამიანის ცემა - ცემით ქვეყნის მმართველობა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „რაც შეეხება იმ სპეკულაციურ დაკავშირებებს, რაც ქალბატონმა თეონამ [აქუბარდია]იკადრა, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური მორალის ადამიანების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან, გასაკვირი არ არის“.

„საქმეც იმაშია, რომ როდესაც თქვენ საუბრობთ სხვადასხვა ფაქტებზე და ახლაც ცილისწამება უმრავლესობის მიმართ თქვენის მხრიდან რაც იყო, თითქოს რაღაც დაორგანიზებულია უმრავლესობის მხრიდან თუ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ცილისწამება. თქვენ ამისი არაფერი საფუძველი სათქმელად არ გაქვთ. პირიქით, რაც შეეხება ზიზღის, ძალადობისა და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ, აქ ხომ ხილულად ვიცით რაც ხდება. ამაზეა ზუსტად საუბარი და ზუსტად ამაზე მქონდა მე საუბარი. ხილულად ვიცით, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით. როცა ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, ემუქრები, შეურაცხყოფას აყენებ, მიუვარდები საჯაროდ, ეს არის ზუსტად ტერორი და თქვენ ამაზე რომ არ გაქვთ რეაგირება, გასაგებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამას ხაზი გაესვას.

რაც შეეხება იმ სპეკულაციურ დაკავშირებებს, რაც ქალბატონმა თეონამ იკადრა კიდევ ერთხელ, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური მორალის ადამიანების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან, ეს გასაკვირი არ არის.

კიდევ ერთხელ, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია, დამტკიცებადი ტერორის კამპანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება და განსაკუთრებით მე კვლავ მოველი, რომ ის ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, ვაკვირდები მათი თანამშრომლობა გაგრძელდება თუ არა ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით არიან დაკავებულები და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებულები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი