ლევან მაჭავარიანი: ყველას გპირდებით, ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სწორედ ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებითა და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 11 ივნისი 2024, 16:28

„ყველას გპირდებით, ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული და სწორედ ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებით და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა.

მისი თქმით, მიზეზი იმისა, რომ აშშ ბუნდოვან სანქციებს აწესებს დეპუტატების მიმართ, არის „გამჭვირვალობის კანონი.

„ძალიან მოკლედ მინდა შეგახსენოთ, თუ რა გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას დღეს მსოფლიო. ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში, გააქტიურებული წვრთნები ტაივანის რეგიონის გარშემო, ამერიკის და რიგი ევროპელი ქვეყნების მოწოდება უკრაინისადმი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით, პენტაგონის თქმით, რუსეთმა ორბიტაზე გაუშვა კოსმოსური იარაღი, რომლითაც შეიძლება ყველა ტიპის თანამგზავრის განადგურება, რუსეთმა რაკეტებით აღჭურვილი ხომალდები კუბაზე გაგზავნა, საეჭვო გარემოებაში დაღუპული ირანის პრეზიდენტი, ტერაქტი სლოვაკეთის პრემიერზე, თავდასხმა დანიის პრემიერზე. ეს არის მოკლე ჩამონათვალი. 

მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე არის, რომელზეც ძალიან გავლენიანი ექსპერტები საუბრობენ. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ასეთი რამე მოხდა ეს იქნება ბირთვული ომი. ამ ყველაფრის ფონზე საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას. 

ამასობაში, როდესაც ასეთი გამოწვევებია, აშშ-ს სცალია ჩვენთვის და ბუნდოვან სავიზო სანქციებს აწესებენ რიგი  დეპუტატების წინააღმდეგ. თუმცა, აქაც გასაკვირი არაფერია, ვხედავთ, როგორ უწესებენ ისინი სანქციებს ჰააგის მოსამართლეებს და პროკურორებს. თქვეს რომ ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ დემოკრატიის უკუსვლაა საქართველოში. თუმცა რეალური მიზეზი ვიცით, ეს არის  „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს გაცილებით მკაცრი ფორმებით.

მმართველობის დღევანდელი სისტემა ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას ეფუძნება. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ამის დასტურად, „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. კრიტერიუმები: ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი ბიზნესი და უსაფრთხოება.

ამხელა ისტერია რეალურად მხოლოდ იმიტომაა შექმნილი, რომ ვდგამთ რეალურ ნაბიჯებს მეტი დამოუკიდებლობისკენ და სუვერენიტეტის გამყარებისკენ. ეს საქართველოს გარდა არავის აწყობს, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთ, არც დასავლეთ და არც აღმოსავლეთს, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესშია, რასაც ჩვენ ვემსახურებით.

ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ. ყველას გპირდებით, რომ ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული და სწორედ ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებით და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის, რომ ის არის გაშიფრული აგენტი
სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება
არქივი