„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტვ პირველს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, „ტვ პირველს“ მსგავსი საქმეები გიორგი ლილუაშვილთან, კახი კალაძესთან და ირაკლი კობახიძის დედასთან პირნათლად აქვთ წაგებული.
მანვე აღნიშნა, რომ ნოდარ მელაძეს მორიგ ფიასკოს დიდი ალბათობით შემკვეთი-დონორი აუნაზღაურებს და ამ ხარჯების გამზეურებაც მოუწევთ პირველივე დეკლარაციის შევსებისას.
„გიორგი ლილუაშვილთან, კახი კალაძესთან, ირაკლი კობახიძის დედასთან - მსგავსი საქმეები ყველასთან აქვთ პირნათლად წაგებული. თითქოს რა მარტივია - ეს „ფოცხი“ მომდევნო მტკივნეული დაბიჯებისგან მოიცილონ. ვერა! რა ენაღვლება ნოდარას - მის მორიგ ფიასკოს დიდი ალბათობით შემკვეთი-დონორი აუნაზღაურებს. მართალია ამ ხარჯების გამზეურებაც მოუწევთ პირველივე დეკლარაციის შევსებისას“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |