სანქცირებული პირების სიის გასაიდუმლოებას გამბედაობის არარსებობას უკავშირებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სანქცირებული პირების ვინაობის დასახელებას გამბედაობა სჭირდება, რაც, მისი შეფასებით, როგორც ჩანს, სიის ავტორებს არ აქვთ.
დავით ქართველიშვილი სინანულით აღნიშნავს, რომ ასობით ამერიკელის სიცოცხლე გადასარჩენად ავღანეთში დაღუპული ქართველი გმირების სისხლის სანაცვლოდ, აშშ სადამსჯელო ზომებს მიმართავს.
"ფაქტობრივად, ავღანეთში დაღუპული ჩვენი ბიჭების ოდენობის (მათემატიკური სიზუსტით) პერსონალური სანქციები დაგვიწესეს. ოღონდ - ჩვენ ჩვენი გმირების დასახელებას არ გავურბივართ, ჩვენ თითოეული გვეამაყება. მათ თავისი მსხვერპლშეწირვით, ასობით ამერიკელის სიცოცხლე გადაარჩინეს. დღეს საქართველოს ამის მადლიერების ფასი გადაუხადეს. ოღონდ ისე, რომ ვერც კი ასახელებენ ჩვენს ვინაობას - ამასაც თურმე გამბედაობა სჭირდება. აბა საიდან? რაც არ არის - არ არის..." - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |