დავით ქართველიშვილი აშშ-ის მიერ ქართველების სანქცირებაზე: წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში - როგორც ჩანს, აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 07 ივნისი 2024, 07:01
"აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა", - მეთიუ მილერს ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ამბავმა დიდი ზეიმი გამოიწვია "ცვილის ფიგურების მუზეუმში", ვინაიდან აგენტოკრატებმა ამ ეტაპზე, მათი მოლოდინი გაამართლეს.


"რევოლუცია, რომელზეც ბოლშევიკები ამდენი ხანი საუბრობდნენ, ახდა!" - ეს ციტატა ლენინს ეკუთვნის. ეს ციტატა კი: "აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა", - მეთიუ მილერს.  ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს. ხოლო ჩვენ სასტიკად შეგვაშინოს - სანქციები ხომ "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, პოლიციელებს და მათ ოჯახის წევრებს შეეხება.

წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში - როგორც ჩანს აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს. წელს აშშ-ში მოსახლეობის ერთი შეშფოთებული ნახევარი მეორე აღშფოთებულ ნახევარს რომ დასცხებს - საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველომაც ამერიკასთან სავიზო "ბაირამი" უნდა შეწყვიტოს. ხოლო კრიმინალური, ზნეობრივი, ნარკოტიკული აღვირახსნილობისა და პოლიციური ნიჰილიზმის, ტრანსგენდერთა ხილვადობის აშშ - სამოგზაუროდ "საშიში ქვეყნების სიაში" უკვე დღეიდან უნდა ვიგულისხმოთ..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი