მიხეილ სააკაშვილის დავალებით 2007 წლის 13 მაისს, არჩევიდან 30 წუთში იძულებით დაატოვებინეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი გიორგი ნემსაძეს. დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციიდან აგრძელებს ძალადობას სპორტსმენებზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" სპორტსმენებზე ძალადობას ოპოზიციიდან აგრძელებს და ლანძღავენ მათ, ვინც ხელისუფლების ოპონენტებისთვის საჭირო პოზიციას არ დააფიქსირებს. ბოჟაძე მიმართავს რადიკალური ოპოზიციის მართვად მედიებს და ახსენებს, რომ საკუთარ ხალხზე ძალადობა "ნაცმოძრაობასთან" ერთად დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს.
„მიხეილ სააკაშვილის დავალებით 2007 წლის 13 მაისს, არჩევიდან 30 წუთში იძულებით დაატოვებინეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი გიორგი ნემსაძეს. დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციიდან აგრძელებს ძალადობას სპორტსმენებზე, ამუნათებენ და მათთვის საჭირო პოზიციის დაფიქსირებას აიძულებენ და ვინც არ ,,დაემორჩილება" უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ და აგინებენ. რადიკალური ოპოზიციის მართვად მედიებს და ჟურნალისტებს შევახსენებ, რომ საკუთარ ხალხზე ძალადობა 2012 წლის 1 ოქტომბერს ,,ნაცმოძრაობასთან" ერთად დაასრულა ქართველმა ხალხმა და არასდროს დააბრუნებს საქართველოში. ყველა ჩვენს სპორტსმენს და განსაკუთრებით ფეხბურთელებს მინდა გამარჯვებები ვუსურვო, აცალეთ ბიჭებს მოემზადონ და ღირსეულად წარმოაჩინონ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე!" - წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |