დავით ქართველიშვილი გიორგი რუხაძის განცხადებაზე-რეესტრი აუცილებლად შესაქმნელია და მათი პერსონიფიცირება უნდა მოხდეს, თუნდაც თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანის გზით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 06 ივნისი 2024, 13:05
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია GSAC - ის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი.

„ალბათ არც ღირს ამ უმცირესობაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ როგორც მოვლენას ჩვენს ყოველდღიურობაში ალბათ მაინც შევეხები. როდესაც ქართული საზოგადოების ტოტალურმა უმრავლესობამ წარმატებით გადალახა გენეტიკური, მენტალური და სულიერი სიბრძნისაკენ მიმავალ ბილიკზე დასაბრუნებლად, უფლის მიერ "ლიბერალური ფაშიზმის" სახით მოვლენილი განსაცდელი - გაგვითენდა დღევანდელი დღეც.
ეს დღე არის დღე იმედისა, საკუთარ "ჩამქრალ კანდელში" ღირსების ნაპერწკალით კვლავ დანთებული ალისა. ეს არის წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობით თითქოს და მივიწყებული ტკობის ხელახალი შეგრძნება. ეს არის რეალური პერსპექტივების გამოჩენა ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჰორიზონტებზე. ეს არის გაუგონარი სიცრუიდან, ქვესკნელიდან - სიმართლისა და სინათლის მხარეს მოწყურებული დაბრუნება.
და ამ დროს, უმცირესობის ეს ტოქსიკური მასა ხატების ადგილას "მაიდანის" კერპის აღმართვას ცდილობს. საქართველოს - ეშმაკთა მობრუნებითა და ვალპურგის ღამით ცისკრის ვარსკვლავის ჩაქრობით გვემუქრება. ტრანსგენდერული რძე არ შეგიდედდეთ, გვერდები არ აგიდგათ მანამდე და ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრათ. ამაზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვწერ, რომ ამ ეშმაკების რეესტრი აუცილებლად შესაქმნელია. ლეგიონი გამოსაყვანია კომფორტული კულუარებიდან და მათი პერსონიფიცირება უნდა მოხდეს თუნდაც თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანის გზით.“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი