ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს მოღალატე-გამყიდველთა სიას შეემატა კიდევ ორი, ნატალია საბანაძისა და ვანო ჩხიკვაძის სახით, მოსმენას არაფერი ჰქონდა საერთო "მეგობრობის აქტთან"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 05 ივნისი 2024, 10:54
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტას იმდენი მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ გასაწყვეტი შინ თუ გარეთ, წესით და რიგით ასეთი უმსგავსო და უაზრო საქმისთვის დრო არ უნდა დაეკარგათ, მაგრამ რა უნდა უყონ „ვალდებულებას“ და მონების მოხსენებას, რომელიც რეალურად მათი დაფინანსებულია? ამიტომაც "დიდი ენთუზიაზმით" შეუდგნენ ორი ქართველი რეზიდენტის ვანო ჩხიკვაძისა და ნატალი საბანაძის მოსმენას, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ განხილვაზე, სადაც ე.წ. მოწმეების სახით მიწვეულთა შორის იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე.
 
ნიკოლეიშვილის თქმით, ჩხიკვაძისა და საბანაძის მოსმენას, ჩვეულებრივი სიტყვიდან ხვეწნა-მუდარის რეჟიმში გადაიზარდა, ვინაიდან ისინი პატრონს რაც შეიძლება მკაცრი სასჯელები შემოღებას ევედრებოდნენ ქართველი პოლიტიკოსებისთვის. მისივე განცხადებით, ასეთ ადამიანებს საზოგადოება საბოლოო მსჯავრს ოქტომბრის არჩევნებზე გამოუტანს.

"გუშინ კონგრესის ერთი დარბაზი უჩვეულო აბსურდის თეატრისათვის იქნა დათმობილი. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტას იმდენი მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ გასაწყვეტი შინ თუ გარეთ, წესით და რიგით ასეთი უმსგავსო და უაზრო საქმისთვის დრო არ უნდა დაეკარგათ, მაგრამ რა უნდა უყონ „ვალდებულებას“ და მონების მოხსენებას, რომელიც რეალურად მათი დაფინანსებულია? ამიტომაც "დიდი ენთუზიაზმით" შეუდგნენ ორი ქართველი რეზიდენტის ვანო ჩხიკვაძისა და ნატალი საბანაძის მოსმენას, რომელთა მთავარი გზავნილი, ჩვეულებრივი სიტყვიდან ბოლოს ხვეწნა-მუდარის რეჟიმში გადაიზარდა. ეს ორი უცნაური არსება, ლამის მუხლებზე დაჩოქილები ევედრებოდნენ პატრონს რაც შეიძლება მკაცრი სასჯელები შემოეღოთ ქართველი პოლიტიკოსებისთვის, მაგალითად სანქციებით დაეწყოთ და დაემთავრებინათ მათი საცხოვრებელი სახლების დაბომბვითა და ოჯახის წევრების ლიკვიდაციით, თან ამ ყველაფერს ახსნასაც უძებნიდნენ, ხომ ხედავთ რამხელა საფრთხე მოდის მათგან, არამარტო საქართველოს გაარუსებენ, მალე შეიძლება „ ქართულმა ოცნებამ“ თეთრი სახლი დაანგრიოს და მის მაგივრად აქ ვაშინგტონში კრემლი გადმოიტანონო. დაახლოებით ასეთი სიბრიყვეებს ისმენდნენ კონგრესმენები მათგან, თუმცა სამწუხაროდ არც ერთ მათგან არ გასჩენია აზრი იმის თაობაზე რეალურად მოეკითხათ თუ რა ხდება საქართველოში. ამ აბსურდის თეატრის გვირგვინი კი სენატორ სტივ კოენის გამოსვლა გახლდათ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის წუთი-წუთზე გარდაცვალება აუწყა, თუმცა ის კი დაუმალა რის ხარჯზე ახერხებს სიცოცხლეს, ამდენი წლიანი წამების, შიმშილობის, საშინელი მოპყრობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც მრავალჯერ გამტყუნებული სააკაშვილი. მოკლედ რომ შევაჯამოთ რაც გუშინ მოხდა: ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში კვლავ არიან სუბიექტები, რომლებსაც მიუხედავად უამრავი მწარე რეალობისა, სააკაშვილი წამების მსხვერპლი და გასათავისუფლებელი ჰგონიათ, თუ რატომ ამას, მალე ამერიკული ფარა გვამცნობს ტრადიციულად. საქართველოს მოღალატე-გამყიდველთა სიას შეემატა კიდევ ორი, ნატალია საბანაძისა და ვანო ჩხიკვაძის სახით. რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობოებს და პროპაგანდისტულ ტელევიზიებს მიეცათ საშუალება, რომ მინიმუმ ერთი დღე მაქსიმუმ ერთი კვირა სალაპარაკოც ჰქონდეთ და სიუჟეტებიც გააკეთონ, პატარა საქმე ხომ არ არის აშშ-ს კონგრესში ჰელსინკის კომისიის ეგიდით მოსმენა გაიმართა. მოსმენა, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა საერთო "მეგობრობის აქტთან", მე მას ვუწოდებ "დასმენის მოსმენის აქტს, შემდგომი მუქარისათვის." აქედანვე შემიძლია გითხრათ, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ასეთ დასმენა-მოსმენებზე ან საბანაძეზე ან ჩხიკვაძეზე ან თუნდაც სტივ კოენის მსგავს კონგრესმენებზე, მაგრამ რახან ისედაც ხვდებით, მოდით, არჩევნებს დაველოდოთ სადაც ფაქტობრივად ასეთი ხალხის მიმართ საბოლო მსჯავრის გამოტანა მოხდება." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: სადამკვირვებლო მისიები ხელს უშლიან საოლქო კომისიებს და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას, ნათელია, მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია
დავით ქართველიშვილი: ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ - მორცხვად უტყდებათ
თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
შალვა პაპუაშვილი: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა „გადაახიო“ თავზე თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები
არქივი