ისტორია მეორდება თავის შავ ფერებში! სახელდობრ 21-ე საუკუნის უსამშობლო ხუტლუბუღებმა (ხუტლუბუღა ჩავიდა საყაენოში და მოითხოვა სიკვდილით დაესაჯათ მეფე დემეტრე II, რაც კიდევაც აღასრულეს დამპყრობლებმა) თავიანთ პატრონებთან და "დემოკრატიის" საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები არიან და არა აღზრდილები! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვაზე, სადაც, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ ისაუბრეს.
ექსპერტის თქმით, „ასეთი სულგაყიდულები მრავლად ჰყოლია საქართველოს“.
„ისტორია მეორდება თავის შავ ფერებში!
სახელდობრ 21-ე საუკუნის უსამშობლო ხუტლუბუღებმა (ხუტლუბუღა ჩავიდნენ საყაენოში და მოითხოვა სიკვდილით დაესაჯათ მეფე დემეტრე II, რაც კიდევაც აღასრულეს დამპყრობლებმა) თავიანთ პატრონებთან და "დემოკრატიის" საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები არიან და არა აღზრდილები!
ასეთი სულგაყიდულ-სულწარწყმედილ-გადაგვარებული: ჩხიკვაძეები, ხუციშვილები, საბანაძეები, ნათელაშვილები... სამწუხაროდ მრავლად ჰყოლია საქართველოს, რომელთა კოლექტიური სახელი საქართველოს ისტორიის მიერ მოხდენილი შეფასებული ხუტლუბუღა-ყორღანაშვილებად!
ნეტავ თუ იციან ამ უბედურებმა რა სახელი აქვთ გარანტირებული ფულის დახარბების გამო მომავალი თაობებისთვის წინაშე?” - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |