მაკა ბოჭორიშვილი: კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 05 ივნისი 2024, 10:48
საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშობლების ,,დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის ,,ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური - წერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი „ჰელსინკის კომისიაზე” საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

ბოჭორიშვილის თქმით, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგებზე! მისივე თქმით, მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი!

„მაინც მადლობას ვეტყოდი ჰელსინკის კომისიას, ლუსტრაციის ასეთი ღია გაკვეთილისთვის! თუ ამ სანახაობის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ამერიკას აინტერესებს საქართველო და კონგრესს (ყოველ შემთხვევაში სამ კონგრესმენს) სურს გაიგოს, რატომ იყო უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საქართველო ყურადღების ცენტრში, ალბათ ლოგიკური იქნებოდა, მოქმედი ელჩებისთვის ეკითხათ, რა ხდება მეგობარ ქვეყანაში... თუ არც მეგობარი და არც საკუთარი ქვეყნის ელჩებს ენდობი და მაინც და მაინც პირველი წყაროდან გინდა მიიღო ,,უტყუარი“ ინფორმაცია, ლეგიტიმაციის მქონე ადამიანის მიწვევა უფრო ლოგიკური იქნებოდა დემოკრატიული ქვეყნის კონგრესში, ხალხის სახელით ამბის მთხრობელად... თუ უმრავლესობის წარმომადგენელს არ გინდა მოუსმინო, ნუთუ, საპარლამენტო ოპოზიციის ფართო სპექტრიდან ერთი ადამიანი მაინც ვერ მოიძებნა ისეთი, რომელიც არჩევნებზე სამმა ამომრჩეველმა მაინც შემოხაზა და ამ როლსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდა... კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ. საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას, რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების ,,დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის ,,ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური. სამართლიანი არჩევნების სანაცვლოდ, უცხო ქვეყანას (თუნდაც მეგობარს) ემუდარებიან, დასაჯოს ,,ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არჩევნებში საშინლად დამარცხებას გადაურჩნენ და როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ! ასე პირდაპირ, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგებზე! მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი!”- წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ - ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი