ვლადიმერ ბოჟაძე: კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა „კეზერას“ კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 04 ივნისი 2024, 17:16

პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო უვარდებიან ხალხს და ამ დროს თავისი მეილი არ უნახავთ, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ფორმულას" ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს აშშ-ის საელჩომ ვიზა არ მისცა.

მისი განცხადებით, არავის სავიზო შეზღუდვა არ უხარია და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა, რეალურად - სანქცია, მაგრამ დასაცინია ის ფაქტი, სხვისი სავარაუდო სანქცირება რომ გიხარია და ამ დროს, თავად აღმოჩნდები სანქცირებული.

„პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო უვარდებიან ხალხს და ამ დროს თავისი მეილი არ უნახავთ.
დავით კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა „კეზერას" კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები ამას ვეღარ დამალავენ.

არავის სავიზო შეზღუდვა არ მიხარია, ჩვენი მოქალაქეების 96% ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა ანუ რეალურად სანქცია, მაგრამ სხვისი სავარაუდო დასანქცირება რომ გიხარია და ამ დროს თავად ხარ დასანქცირებული, მაგრად დასაცინი ამბავია“, - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი