გია აბაშიძე: საქართველოში არსებულ ჭარბ დემოკრატიას ბოროტად იყენებენ ნაცექსტრემისტები - საჯარო მოხელეებისადმი მუქარა უნდა ისჯებოდეს ისე, როგორც ეს, მაგალითად, შეერთებულ შტატებშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 31 მაისი 2024, 20:30
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი მედია Jamnews-დან, პირდაპირ კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს - ყოველი დღე, როდესაც მას ფული ჩაერიცხება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული“. 

აბაშიძის თქმით, საქართველოში არსებულ ჭარბ დემოკრატიას ბოროტად იყენებენ ნაცექსტრემისტები. მანვე აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეებისადმი მუქარა უნდა ისჯებოდეს ისე, როგორც ეს, მაგალითად, შეერთებულ შტატებშია. 


„საქართველოში არსებულ ჭარბ დემოკრატიას ბოროტად იყენებენ ნაცექსტრემისტები - საჯარო მოხელეებისადმი მუქარა უნდა ისჯებოდეს ისე, როგორც ეს, მაგალითად, შეერთებულ შტატებშია. დროა კანონი კანონობდეს, კმარა რადიკალების თავაშვებულობა!
შევხედოთ ამერიკულ პრაქტიკას:
შეერთებული შტატების სახელმწიფო მოხელეებისადმი მუქარა ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით, დანაშაულია. პრეზიდენტის მიმართ მუქარა ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით (18 U.S.C. § 871). ასეთ საქმეებს ყოველთვის იძიებს ქვეყნის საიდუმლო სამსახური (Secret Service).
სხვა თანამდებობის პირებისადმი მუქარა არის D ან C კლასის დანაშაული და ითვალისწინებს სასჯელს 5-დან 10 წლამდე პატიმრობას (18 U.S.C. § 875, 18 U.S.C. § 876 ) და იძიებს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI). 
მოსამართლის მიმართ მუქარა შეიძლება ჩაითვალოს მართლმსაჯულების ხელყოფად. ფედერალური ჩინოსნების ოჯახის წევრებისადმი მუქარა ასევე ფედერალური დანაშაული“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი