1047
31 მაისი 2024, 19:03
სულ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ეკატერინე გოგლიძემ ხელშეკრულება გააფორმა Warner Music Group-თან-თან
Warner Music Group მესამე უდიდესი ბიზნეს ჯგუფია,რომელიც ხმის ჩამწერ ლეიბლთა ჯგუფს ეკუთვნის და შედის მუსიკალური ინდუსტრიის ხმის ჩამწერი კომპანიების დიდ ოთხეულში.
ეკატერინე გოგლიძე პოპ-როკ ჟანრის სიმღერების ავტორი და შემსრულებელია.
მისი დებიუტი 2016 წელს შესდგა BBC რადიოზე, სადაც მან პირდაპირ ეთერში რამდენიმე საკუთარი სიმღერა შეასრულა. მომდევნო წლებში კი არაერთი სინგლი ჩაწერა და კლიპი გადაიღო მისივე ავტორობით.
ეკატერინე თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ ისეთ პროდიუსერებთან , როგორიცაა ტომასო კოლივა.
ახალი სიმღერა Your Girl 2024 წელს ჩაიწერა ლონდონში, Pierce entertainment სტუდიაში , სადაც ასევე იწერება სემ სმიტის, U2-ს, Asap Rocky-ს სიმღერები.
ივნისის შუა რიცხვებში, Warner music და ეკატერინე გოგლიძის თანამშრომლობის ფარგლებში, შესდგება Your Girl- ის მსოფლიო პრემიერა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ბრიტანეთმა ეკატერინეს მიანიჭა Exeptional TalanT visa მუსიკის დარგში.
P.S. ახალგაზრდა ვარსკვლავის წარმატებებს შეგიძლიათ თვალი მის ინსტაგრამ გვერდზე მიადევნოთ:
https://www.instagram.com/ekaterine_go/?igsh=MXE5cmUzaW1jYW0zNw%3D%3D&utm_source=qr
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |