98
29 მაისი 2024, 11:02
რეფერენდუმი?? რისი რეფერენდუმი? რეფერენდუმი ჩატარებულია ორჯერ საქართველოში და 80 პროცენტი დასავლეთის, ევროვექტორის მომხრეა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„კონსტიტუციით მკვეთრად გაწერილი არჩევანი დიდი ხანია, გაკეთებულია! უკაცრავად და ეჭვქვეშ რატომ და ვინ აყენებს უკვე არსებულ არჩევანს?!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |