88
29 მაისი 2024, 10:34
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს და პოსტში იუმორნარევი ფორმით მოყავს ამ ინიციატივაზე სხვადასხვა პოლიტიკოსის გამოხმაურება.
„ძილისპირული
ერთი ზურაბიშვილის დაწერილ კონსტიტუციას დამასწროო - ინატრა გუშინ იაგო ხვიჩიამ. ერთი მის მიერ ნებისმიერი დაწერილი რამის წაკითხვას მოგვასწროო - ვინატრეთ ჩვენ.
ამასობაში კი, ელემენტარული კანონების უცოდინარმა "პრეზიდენტმა" - რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო, მაგალითად თემაზე: მე უფრო ჭკვიანი ვარ თუ ლამაზი.
რაის რეფერენდუმი, ამას პეპლები ხომ არ აწუხებენ მგრძნობიარე ტანში - გაუკვირდა უცხო ქვეყნის აგენტ დეკანოიძეს. ოოო, ამოიღო ხმა მომაკვდავმა დემენციანტმა - ეგ უბრალო აგენტი არ გეგონოთო, ავაკოვზე სასწაულ ინფორმაციებს მაწვდიდაო თავის დროზე. დღის ბოლოს კი, ელისო კილაძის ბუდეს გუგულმა გადაუფრინა და ყველამ მშვიდად დაიძინა - მტერმაც და მოყვარემაც.
ქატო აქეთ, რუსული ფქვილი იქეთ. ვსიო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |