„საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირი“ ევროპარლამენტარების კონტროლის გამკაცრებას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 06 მაისი 2024, 20:35

საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროპარლამენტარების კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირი“ ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ შევსებული ახალი დეკლარაციების საფუძველზე ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, ჯამში, ევროდეპუტატები გარეშე საქმიანობებიდან წელიწადში 9 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებენ. ანგარიშში წერია, რომ 705 ევროპარლამენტარიდან ორ მესამედზე მეტი დამატებითი საქმით არის დაკავებული.

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროპარლამენტარებისთვის, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, დამატებითი სამსახურის უფლების შეზღუდვის ინიციატივას აყენებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი