„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ორი ტრუპის“ პარტია და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, აზრობრივად და მენტალურად არაფერი შეცვლილა მათთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 06 მაისი 2024, 13:51

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ორი ტრუპის“ პარტია და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, აზრობრივად და მენტალურად არაფერი შეცვლილა მათთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი საუბარი მსხვერპლზე არის უკიდურესად ამორალური.

„გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები აკერმანის სახელმძღვანელოების დოქტრინებს აჟღერებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის სახე არის „ორი ტრუპი“, რაზეც ისინი ოცნებობდნენ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. აზრობრივად და მენტალურად არაფერი შეცვლილა მათთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ორი ტრუპის“ პარტია და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ღმერთმა დაიფაროს, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა მოხდეს და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციების მონაწილეები დღეს ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, პეკინის გამზირებისა და ჟვანიას მოედნის გადაკეტვას გეგმავენ
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
მარიამ ლაშხი - ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა
მარგუს ცაჰკნა - საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის - ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და „ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
არქივი