გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 26 აპრილი 2024, 09:59
პირდაპირ აღიარებით ჩვენებად“ აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ბრიუსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას ჩასვლას და იმ განცხადებებს, რომელიც მან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალასანიას და ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში ადასტურებს, რომ ამაში დიდძალი ფულია დახარჯული. 

„პირდაპირ აღიარებით ჩვენებაა. ჩვენ ხომ ერთი წლის წინ ვნახეთ FARA-ში გამოქვეყნებული ალასანიასა და მისი ოჯახის მიერ გადარიცხული მილიონები. ვინმემ ამაზე პასუხი აგო? ამ დოკუმენტში პირდაპირ ეწერა - გადახდილია მილიონები, რომ  სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ტყუილი სიუჟეტები გასულიყო, საქართველოს სანქციებთან მიმართებაში პუბლიკაციები გამოქვეყნებულიყო და ვინმემ ამას ოპოზიციიდან ან არასამთავრობო სექტორიდან უპასუხა? ჩვენ ეს გავიგეთ  FARA-ს მეშვეობით.

შესაბამისად, ძალიან მარტივი გამოსაცნობია - როდესაც  ევროპარლამენტში ჩადის  გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, აქაც ფულია დახარჯული, მითუმეტეს, რომ  კორუფციის მსგავს ქმედებაში ბევრი ევროპარლამენტარია შემჩნეული. 

ასეთი ხერხებით ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ არავის გამოადგება. ეს არ არის ევროპული ღირებულება,“ -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს
მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ნეთიუ მილერი - თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს
არქივი