38
26 აპრილი 2024, 09:46
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს. სქემის მიხედვით, ბრალდებულები ორიგინალს ყალბი წიგნებით ანაცვლებდნენ.
საქმეზე საერთაშორისო გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |