ეკა სეფაშვილი: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 20 აპრილი 2024, 10:49

ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, იტყვის თუ არა საქართველო თავის დამოუკიდებელ სიტყვას საერთაშორისო აქტორების თანასწორად, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, მის მიმართ მრავალი ქვეყნის ინტერესი არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად პატარა ქვეყანა ვართ და არავითარი გავლენა გვაქვს გლობალურ ეკონომიკაზე, გამოგვარჩევს ის, რომ ჩაბმულები ვართ იმ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ სატრანზიტო დერეფანზე არ არის საუბარი. ეს არის: ენერგეტიკული, ციფრული და ა.შ., ყველანაირი დერეფანი. საქართველო ამ გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ვინც მართავს საქართველოს, ის იქნება ამ დერეფნის შუაგულში და ის მართავს ეკონომიკურ ნაკადს. ეს ეკონომიკური ინტერესები კი არ არის ხელწამოსაკრავი“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო
შალვა პაპუაშვილი: ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას
თბილისის მერია - ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
ნინო ფოჩხუა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწოდებებზე: სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი გაუგებარი ფეისბუქ გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს
არქივი