ვატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს: რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? გასულ წელს, თქვენივე კანონის პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ, ახლა გვეუბნებით, რომ კანონი კრემლისგან არის შთაგონებული. გსურთ, შანტაჟს მიპატიჟება დაარქვათ - ეს აღარ გამოვა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 04 მაისი 2024, 10:22
ვატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს: რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? გასულ წელს, თქვენივე კანონის პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ, ახლა გვეუბნებით, რომ კანონი კრემლისგან არის შთაგონებული. გსურთ, შანტაჟს მიპატიჟება დაარქვათ - ეს აღარ გამოვა! "აშშ-ის საელჩო! რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით? რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფას თავს რატომ არ ანებებთ? - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საელჩომ ჯერ რუსულად შერაცხა FARA-ს ქართული ანალოგი, ახლა კი ცდილობს, იმავე პრინციპებზე დაფუძნებული გამარტივებული კანონი კრემლისგან შთაგონებულად წარმოაჩინოს. შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ აშშ-სა და ევროპას აქვს დასამტკიცებელი დასავლური ღირებულებების ერთგულება, ვინაიდან, ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის არსებული ხარისხი, მათი მიმართ ნდობას ამცირებს. “აშშ-ის საელჩო! რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით? რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფას თავს რატომ არ ანებებთ? ჯერ იყო და გასულ წელს, თქვენივე კანონის FARA-ს პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ. ახლა, გაცილებით უფრო მსუბუქ კანონზე, რომელიც დაფუძნებულია იმავე FARA-ს პრინციპებზე, ევროკომისიის დირექტივაზე, ფრანგულ და სხვა უკვე მოქმედ პრაქტიკებზე, გვეუბნებით, რომ კრემლისგან არის შთაგონებული. გსურთ რომ ზეწოლასა და შანტაჟს, მიპატიჟება დაარქვათ და მორჩილებაზე ნათქვამი უარი, მიწვევაზე უარის თქმად გაასაღოთ! ეს აღარ გამოვა! დღეს, თუ ვინმეს აქვს დასამტკიცებელი დასავლური ღირებულებების ერთგულება ეს სწორედ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ბიუროკრატიაა! 1500 წელზე მეტია საქართველოს ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია! ეს თქვენ აცდით აბსოლუტურად ყველა ფასეულობას, რაზეც იდექით და რამაც ძლიერება მოგიტანათ! ვერ ხვდებით, რომ კომიკურად გამოიყურებით, როდესაც თქვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთრების განადგურება, ვანდალიზმი, შეღწევა, ფანჯრების ჩამტვრევა, კამპუსების დაკეტვა არ არის მშვიდობიანი პროტესტი, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება, მისი განკარგულებით სხვადასხვა უნივერსიტეტში მშვიდობიან სტუდენტებს სასტიკად არბევთ, 2000-მდე ადამიანს აკავებთ, ამის პარალელურად კი, საქართველოს პარლამენტზე მრავალსაათიან შტურმს, პოლიციელებზე ქვების სროლას, კერძო და სახელმწიფო ქონების განადგურებას, ქალაქის სრულ პარალიზებას მშვიდობიან პროტესტად ნათლავთ! სწორედ ეს არის ცრუ ნარატივი და არა ის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თქვენი ხელშეწყობით საქართველოში რევოლუციების არაერთი მცდელობის შესახებ! ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის ეს ხარისხი, ნულამდე ამცირებს ნდობას თქვენი მისამართით და ყოველი ახალი განცხადება უფრო და უფრო კარგავს ფასს!” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ - კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
დავით ქართველიშვილი: დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი
ნიკოლოზ მეტრეველი: დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა - ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი
დავით ქართველიშვილი: სამხრეთ კავკასიის გლობალურ ხანძარში ჩათრეული საქართველო, გადარჩება თუ არ გადარჩება, ვიღაცამ ამაზე ხომ უნდა იფიქროს - დღეს ქუჩაში გამოვიდა მოსახლეობის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ამაზე ფიქრობს
არქივი