მამა დავით რუხაძე: ღმერთმა მოგვცა შანსი იმისა, რომ უფრო გიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს სამშობლო, გვიყვარდეს დედაეკლესია - „ქრონიკა“ იერუსალიმიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 04 მაისი 2024, 17:47
ღმერთმა მოგვცა შანსი იმისა, რომ უფრო გიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს სამშობლო, გვიყვარდეს დედაეკლესია, - ამბობს მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მნიშვნელობაზე მამა დავით რუხაძე, რომელიც იერუსალიმში იმყოფება.

„კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგვანახა თავისი კაცთმოყვარება, მოიღო მოწყალება და კიდევ ერთხელ გარდამოავლინა ღვთიური ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე, რომელიც არის ნიშანი იმის, რომ კიდევ ერთი წლით ღმერთმა გაგვიგრძელა სიცოცხლე და მოგვცა შანსი იმისა, რომ უფრო გიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს სამშობლო, გვიყვარდეს დედაეკლესია”, - განაცხადა მამა დავით რუხაძემ.

წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე აგებული კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III გამოიტანა. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 15:13 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში „ჯორჯიან ეარვეისი“ ჩამოიტანს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, მიუღებელია
დიმიტრი ხუნდაძე 17 მაისის აქციაზე: ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ეროვნული იდენტობა
თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე: ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროვოკაციებს, სამწუხაროდ, ეს ახალგაზრდები იმართებიან ოპოზიციური ძალების მიერ
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება - ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს. თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება და არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს
არქივი