უკრაინაში აშშ-ის ელჩი: აშშ-ის მიზანია უკრაინას დაეხმაროს თავის დაცვაში, თუმცა შესაძლებელს არ ხდის და არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 04 მაისი 2024, 10:54

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანია უკრაინას დაეხმაროს თავის დაცვაში, თუმცა შესაძლებელს არ ხდის და არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვითი დახმარების პირველი ნაწილი არის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების იარაღის მიწოდება, რათა მხარი დავუჭიროთ ფრონტზე თქვენი მამაცი გმირების ძალისხმევას თქვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ჩვენ შესაძლებელს არ ვხდით ან არ ვახალისებთ ჩვენი იარაღის გამოყენებას რუსეთში, უკრაინის ტერიტორიის გარეთ“, - აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა.

ბრინკმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიზანია დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში და მომავალი აგრესიის შეკავებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვეში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს
POLITICO: თეთრი სახლი უკმაყოფილოა მაკრონის გადაწყვეტილებით, მიიწვიოს რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. ,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
ნანა კაკაბაძე - დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველ რიგში, იმაზე, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც წარმოგვიჩენდნენ ე. წ. ჯენ Z თაობის ახალგაზრდებს
არქივი