ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრეთ გამჭვირვალობის კანონპროექტზე, ავუხსენი, რა საჭიროებაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც გადააზღვევს გამოწვევებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 29 აპრილი 2024, 18:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

დარჩიაშვილის თქმით, ვერა იუროვას მიაწოდა ინფორმაცია კანონპროექტის საჭიროებებთან დაკავშირებით.

„უმნიშვნელოვანესი შეკრების გარდა, რომელშიც ვმონაწილეობ, მაქვს შესაძლებლობა, გავმართო შეხვედრები კოლეგებთან. მქონდა შეხვედრა კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც პასუხისმგებელია გამჭვირვალობასა და ღირებულებების პორტფელზე. ჩვენ ვისაუბრეთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მას ავუხსენი, რა საჭიროებაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც გადააზღვევს ქვეყნის განვითარებას და იმ გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით აქვს ქვეყანას. შესაბამისად, გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, ვისაუბრეთ, გავცვალეთ არგუმენტები. ასევე, ქალბატონი ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინე, რატომ გახდა საჭირო, თავად ევროკავშირს დაეწყო ფიქრი კონკრეტულ მექანიზმებზე, რათა რისკების პრევენცია მოხდეს მომავალში. ვიცით, რომ სწორედ ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დირექტივა, რომელიც ასევე საუბრობს გამოწვევებზე, აგრეთვე, ეძებს მექანიზმებს. მომავალში განხილვა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. სწორედ ქალბატონ ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრეთ საჭიროებებზე, არგუმენტებზე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ფრანს პრესი“ - ირანში შვიდი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელმა კოლეგამ მითხრა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისას მისი ქვეყანა მუხლებზე იყო დაჩოქილი, საქართველოს პოზიცია კი, ბრიუსელისთვის მიუღებელიაო, უნდათ, ინსტრუქცია შევასრულოთ
ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, მიუღებელია
დიმიტრი ხუნდაძე 17 მაისის აქციაზე: ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ეროვნული იდენტობა
არქივი