მიუხედავად შსს-ს გაფრთხილებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 24 აპრილი 2024, 22:36

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს სთხოვეს, ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, სურდათ თუ არა სავალი გზა გადაეკეტათ, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროა გავრცელებული განცხადებისა.

“კანონია მე-11 მუხლის ინტერპრეტირება მოხდა. ჩვენი გამოხატვის თავისუფლება სავალი გზის გადაკეტვის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებთ. თითოეული თქვენგანის აზრი გვაინტერესებს. გთხოვთ, ხელის აწევით გვაჩვენოთ, რამდენს სურს, რომ სავალი გზა გადავკეტოთ. არავის მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენი რაოდენობა მცირდება”, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეების უმრავლესობის სურვილით, მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. ამასთან, შსს-ს განცხადების თანახმად, რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს. უწყება აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. შსს განმარტავს, რომ “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის” თანახმად, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა აკრძალულია თუ ამას შეკრების მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია
ამერიკელ კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან
პუტინი, შესაძლოა, შოიგუს უფლებამოსილების შემცირებას და, ფრონტზე წარუმატებლობისთვის, მის დასჯას ცდილობს - ISW
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართა - მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე ქვეყანაში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები
არქივი