ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს: პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაში უძირო ქოთანივით, შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 15 მაისი 2024, 17:59
“ერთადერთი ფუნქცია დაგრჩა, ფორმალურად პრეზიდენტი გქვია და პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, თუმცა ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაშივე თავზე გადაგახიეს პროტოკოლიც, თავმოყვარეობაც და უძირო ქოთანივით შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდეს!“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის ფოტოს აქვეყნებს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქართული და ამ საზოგადოებასთან ავთენტური, მხოლოდ გვარის დაბოლოება აქვს, დანარჩენი ყველაფერი, აბსოლუტურად არაქართული, უცხო და საზოგადოებისთვის მიუღებელი.

„სალომე ზურაბიშვილი 
დედალ ჯაყოდ გადაიქეცი, ატყობ?!
ქართულმა საზოგადოებამ მოგიღო, დაგვარცხნა, ჩაგაცვა, პრეზიდენტად აგირჩია და შენ ისევ „კოტიტა თითებს“ ილოკავ, რადგან თუ რაიმე გაქვს ქართული და ამ საზოგადოებასთან ავთენტური, მხოლოდ გვარის დაბოლოება - შვილია. 
დანარჩენი ყველაფერი, აბსოლუტურად არაქართული, უცხო და საზოგადოებისთვის მიუღებელი…
კონსტიტუცია დაარღვიე,
ანტისახელმწიფოებრივი კამპანია გააჩაღე,
უსამშობლოების მედროშედ იქეცი,
ამომრჩეველი შეურაცხყვე,
საკუთარი ამბიციები, ქვეყნის ინტერესებს ანაცვალე.
ერთადერთი ფუნქცია დაგრჩა, ფორმალურად პრეზიდენტი გქვია და პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, თუმცა ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაშივე თავზე გადაგახიეს პროტოკოლიც, თავმოყვარეობაც და უძირო ქოთანივით შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდგეს!
მაგრამ „აგრე იცის ჯაყომაო“ - თვითკმაყოფილი იდიოტივით გაიძახი და თავზე დაფურთხებულს, ჟუჟუნა წვიმად აღიქვამ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი Brussels Signal-ის სტატიაზე: ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო - "რუსული კანონი"
დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: ნუ გვაიძულებთ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრთა ღირსების დაცვას მამაპაპისეული ხერხებით - ცოტაღა დაგვრჩა, სამართლის ძიების ამ გზას სრულიად საქართველო დაადგეს!
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ერთდროულად, ფაშისტური მიდგომებით მოქმედებდნენ, თან მშიშარები იყვნენ?! ისე, როგორც ფაშიზმის მთავარი შემოქმედი ჰიტლერი და სააკაშვილი ახერხებდნენ
ზაალ ანჯაფარიძე: პ(რეზიდენტის) ჩიქორთული ქართულიდან რთულია გაიგო, სადამდე მისცა მან პარტიებს ვადა ე.წ. "ქართულ ქარტიასთან" უფრო სწორად, "აგენტურის ქარტიასთან" მისაერთებლად - ჯერჯერობით პარტიების ჩამიჩუმი არ ისმის
ირაკლი ლატარია მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ “ტვ პირველის” სიუჟეტზე: მივარდნა მოხუც, ულამაზეს და ძალიან განათლებულ ქალთან რა ფაშიზმია?
არქივი