„ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 22 მაისი 2020, 21:42

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ასევე საქართველოსა და სომხეთის მეთოდოლოგიებში სხვაობაზე ისაუბრა.

„არსებობს სხვაობა მოქალაქეებში ტესტების ჩატარების მეთოდოლოგიაში. რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან ისინი ნდობას არ იწვევს. ამასთან, იტარებენ თუ არა კორონავირუსზე ტესტს მოქალაქეები, რომლებსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ კითხვაზე პასუხი მე არ ვიცი და არც მსურს, ვიცოდე, რადგან ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ტოროსიანი ასევე დაინტერესდა, საქართველოში სტატისტიკა მოიცავს თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ.

„ჩვენთან ცალსახად მოიცავს. ამასთან, ჩვენ იმ შემთხვევების ცალკე სტატისტიკას ვაწარმოებთ, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილი სხვა მიზეზით მოხდა. გამჭვირვალობის ასეთი დონე სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ვიცი“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.


მინისტრმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და ტესტის პასუხი დადებითია.


„შეგვიძლია, ახლა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დღეში როდესაც ცხადდება ინფიცირების 1-2 ან 6 შემთხვევის შესახებ, ყველა შემთხვევა არ დასტურდება და არ ხდება სტატისტიკად? საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე მე არ მაქვს“, – განაცხადა ტოროსიანმა.


სომხეთში ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ადამიანი კი, გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსით ქვეყანაში 74 ადამიანი გარდაიცვალა. 22 მაისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 5 928 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 2 952 ადამიანი მკურნალობს, 2 874 კი, უკვე გამოჯანმრთელდა. სომხური მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით დაავადებული კიდევ ერთი ადამიანი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში უკვე 28-ს შეადგენს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო აშშ-ის კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია, გსურდეს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არ ელაპარაკო ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს
მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს
არქივი