ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
389 19 ივლისი 2020, 14:36

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

ისინი სახელმწიფო უწყებებისა და უშუალოდ მთავრობისგან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების საქმეში მეტ ჩართულობას ითხოვენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სათანადოდ ინფორმირება.

აქციაზე ზაზა გახელაძის მეუღლე, მამა და შვილები იმყოფებოდნენ. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, არ აქვს ინფორმაცია, როგორ გრძნობს თავს ზაზა გახელაძე.

„დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, ყველაფერს ვიგებთ ჟურნალისტებისგან. ჩვენ ვეყრდნობით ისევ სახელმწიფოს. გვინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, რომ არ დავნებდებით, ჩვენ დროზე უნდა გავათავისუფლოთ ზაზა. ჩვენი მოთხოვნა სხვა არაფერია. დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ისინიც მოქმედებენ როგორც შეუძლიათ, თუმცა დღეს უკვე მეცხრე დღეა, ზაზა გატაცებულია“, –  აღნიშნა ირმა ბუთხუზმა.

ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, პეტიციას კი საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგზავნიან.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიტაცეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ელჩების პირველი განცხადებები მოვისმინეთ მაშინ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო - ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად
პრემიერი - ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები - ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის
პრემიერ-მინისტრი - გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს
პრემიერი „მთავარ არხს“ - ძალადობის ცალმხრივად დაგმობა არასწორია, ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში
არქივი