ტოკიო-2020-ის ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
694 29 მარტი 2020, 13:15

პანდემიის გამო გადადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, შესაძლოა, 2021 წლის 23 ივლისს გაიმართოს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხვალ გამართავს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას, რომლის შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი ოლიმპიადის ჩატარების ახალი ვადები.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები დაგეგმილი იყო 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე, თუმცა ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიტანეს კორონავირუსის პანდემიის გამო.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის მოსაზრებით, მომავალი წლისთვის გადავადებული ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს ივნის-სექტემბერს შორის.

„თამაშები ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, ამიტომაც, გონებაში გვექნება ივნისსა და სექტემბერს შორის დროის მონაკვეთი. მომავალ კვირას, როდესაც ვითარებას განვიხილავთ, რიგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. უმჯობესია, მოსამზადებლად უფრო მეტი დრო იყოს,“ - განაცხადა იოშირო მორიმ.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი