პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს სამარცხვინო უწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 29 მარტი 2023, 19:31

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები დაგმო, რაც შეჯიბრებებზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას უკავშირდება.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი სახელმწიფოების კოალიციას შექმნის, რათა ერთად მოითხოვონ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა „ეს ცუდი და არასწორი გადაწყვეტილება“ გაიწვიოს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე ნეიტრალურ სტატუსში დაბრუნების რეკომენდაციას გასცემს. ამასთან, ბახმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რომლებიც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებში საკუთარი სიმბოლიკით მონაწილეობას უკრძალავენ, ძალაში უნდა დარჩეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი