მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, უფრო დიდი შედეგებით დავუბრუნდები მსოფლიო ასპარეზს…
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
340 17 დეკემბერი 2022, 22:57

“ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს. რთული მსოფლიო ჩემპიონატი იყო ჩემი სპორტული ფორმიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც შევძელით და მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატის სამი ოქროს მედალი.

ეს ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მეექვსე ოქროს მედალია, მართალია, ცოტა ვანერვიულე ჩემი გულშემატკივრები და სპორტის მესვეურები, მაგრამ არაუშავს, აუცილებლად გამოვასწორებ და უფრო დიდი შედეგებით დავუბრუნდები მსოფლიო ასპარეზს…

მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის” – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ბოგოტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ აკვრაში საბოლოოდ 251 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ლაშამ ატაცში 215, აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი