ყატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
436 20 ნოემბერი 2022, 20:32

ყატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნით შეხვედრაში, ტურნირის მასპინძელი ყატარი ეკვადორს ხვდება.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

გახსნის ცერემონია სტადიონზე „ელ ბაიტი“ გაიმართა, რომელიც 60 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობმა მორგან ფრიმანმა, BTS-ის წევრმა ჯონგუქმა, ყატარელმა მომღერალმა ფაჰად ალ-ქუბაისიმ.  

მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში, 8 სტადიონზე ჩატარდება, ფინალი კი 18 დეკემბერს, სტადიონზე „ლუსაილ აიკონიკ“ გაიმართება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს. მუნდიალი ახლო აღმოსავლეთში პირველად ტარდება. ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს, ამიტომ ტურნირი ტრადიციული დროის ნაცვლად შემოდგომა-ზამთარში ტარდება.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჩემპიონატზე შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:

A ჯგუფი - კატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები;

B ჯგუფი - ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი;

C ჯგუფი - არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი;

D ჯგუფი - საფრანგეთი, ავსტრალია, დანია, ტუნისი;

E ჯგუფი - ესპანეთი, კოსტა რიკა, გერმანია, იაპონია;

F ჯგუფი - ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია;

G ჯგუფი - ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი;

H ჯგუფი - პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა;

ცნობისთვის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი