შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულთა ბრალეულობას დაადასტურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 13 აგვისტო 2020, 19:57

გიორგი შაქარაშვილის პოკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით,  საქმეში არის გური ამირხანაშვილის ახალი ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ "ტოიოტა ქამრის" ავტომობილში ძალით ჩასვეს.

"რაც შეეხება ერთ-ერთი ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებების მიღებაზე, რომელიც სავალდებულო იყო, რომ მათთვის ბრალდების მხარეს გადაეცა. მტკიცებულება კი უამრავია. ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში," - განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. 

ბრალდებულების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ არ არსებობს საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. 

"შევეცდებით სასამართლოს ვესაუბროთ იმ თემებზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ნიკა რევაზიშვილის მხრიდან რომელიმე დანაშაულის ჩადენას. საქმეში არსებობს გურამ ამირხანაშვილის მორიგი შეცვლილი ჩვენება," - აცხადებს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი.

იმავეს ამბობს, არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატიც. მისი თქმით, პროკურატურამ ხრიკს მიმართა, რათა მედიას და საზოგადოებას ვერ გაეგო, რის საფუძველზე დაუმძიმდათ ბრალი საქმეში მონაწილეებს. 

"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ-ს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდეს შაქარაშვილთნ. ამიტომ, პროკურატურამ მიმართა ხრიკს, რომ მედიამ ვერ გაიგოს რის საფუძველზე მოახდინეს მათ ბრალის დამძიმება," - აღნიშნავს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

,,პროკურატურამ მოითხოვა 2-კვირიანი ვადა, რომ საქმე წასულიყო სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მოგვიკლა ყველანაირი გონივრული ვადის შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარე მომზადებულიყო მკვლელობის ნაწილში მტკიცებულების მოპოვებაში, გარკვეული მოწმეთა ჩვენებების ამოკითხვაში და გვითხრა, რომ საერთოდ არ აინტერესებს დაცვის მხარე რას წარმოადგენს. სასამართლომ ჩვენ მოგვეცა 9 - დღიანი ვადა, რომ მოვემზადოთ ამ მძიმე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში და ფაქტობრივად დაცვის უფლება მოგვიკლა.

ეს საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია და როგორც სასამართლოს, ასევე ბრალდების მხარეს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საზოგადოების ნაწილის ინტრესების დაკმაყოფილება და ,,ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრი 109-ე მუხლით მოხვდეს ციხეში", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვს ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატსაც. ადვოკატი ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, სხდომაზე შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებითაც დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„შუამდგომლობა ასევე, იყო აცილებასთან დაკავშირებით დაყენებული, რაზეც სასამართლომ გვითხრა, რომ ეს ადვოკატიც ჩვენი ნების საწინაამღდეგოთ დარჩება საქმეში, საქმის არასებითი გამხილვის მთელ პერიოდშიც, რაც სრული აბსურდი და უკანონობაა, ამ ნაწილში ყველანაირი უფლება დაირღვა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ უფლებების დარღვევას გენინსპექციას არ შეაფასებინებს, თუმცა მას ამის უფლება არ ქონდა, რადგან საჩივარზე ის არ არის განმხილველი. როდესაც ადვოკატი მიუთითებს შესაძლო უფლებების დარღვებაზე ის ვალდებულია ასახოს განჩინებაში და უკვე შემდგომშო სხვა ორგანომ შეფასოს იყო თუ არა უფლებების დარღვევა. საქმის წინასამართლო სხდომის განხილვამდე სასამართლომ მოგცა ერთი კვირა, რომ შესაძლო მტკივებულებები მოვიპოვოთ და არცერთი ადვოკატის პოზიცია არ გაითვალისწინა, რომ ეს ვადა არ იყო საკამრისი საქმის მოსამზადებლად“, - აღნიშნა ვასილ  მამულაშვილმა.

ვასილ მამულაშვილის თქმით, არჩილ გაგნიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმის არსებითი განხილვით გამამრთლებელი განაჩენი დადგება.

„ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, არჩილ გაგნიძე თავს არ ცნობს დამნაშავედ და დარწმუნებულები ვართ, რომ წინასასამართლო სხდომამდე დარჩენილ დროს გამოვიყენებთ ეფექტურად, საქმის განხილვამდეც არ მივალთ და მანამდე შეწყდება სამართლებრივი დევნა, თუ ეს არ მოხდა დარწმუნებულები ვართ, რომ საქმის არსებითი განხილვით დადგება გამამართლებელი განაჩენი,” - განაცხადა ადვოკატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
არქივი