შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამრიხანაშვილმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ შეცდომაში შეგნებულად შეიყვანეს-გიორგი გელხაური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 31 ივლისი 2020, 17:46

თუ ვინმემ შეიყვანა გამოძიება ჩიხში, ეს არიან ამირხანაშვილი, ქათამაძე, ბრეგვაძე – მათ გამოძიება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში, – ამის შესახებ მცხეთის სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, დაცვის მხარე აღნიშნული მოწმეების ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვს.

„ეს ის პირები არიან, რომლებმაც გამოძიებას რეალობა იმ საღამოსვე დაუმალეს, ეს ის პირები არიან, რომლებიც ოთხ სხვადასხვა ჩვენებას აძლევენ გამოძიებას, მათ შეიყვანეს გამოძიება ჩიხში. ამ პირებს ოქროს მოწმეებად ვერ შევრაცხავდი. ისინი თითქოსდა, იხსენებენ ახალ გარემოებებს, რის შედეგადაც გამოძიებას სურს, დაკავებულებს ბრალი დაუმძიმოს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომ ზ.ხ.- ბრალი დაუმძიმდეს. ზ.ს.-ს ფიზიკური სიახლოვეც კი არ დასტურდება გარდაცვლილ შაქარაშვილთან“, – განაცხადა გელხაურმა.

მისი თქმით, 19 ივნისის ღამეს მცხეთაში, მაგისტრალზე განვითარებული ინციდენტის დროს, ზ.ხ საქმის ფიგურანტ ტოიოტა ქამრში იჯდა, თუმცა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

“ზ.ხ. მიდის იმ ფერად შენობამდე რომელიც დაიწვა და იქიდან ბრუნდება მანქანასთან, რომ მოაბრუნონ მანქანა და მოიყვანონ იმ ადგილზე, სადაც შეხვდნენ ამირხანაშვილს. ის მანქანაში იხსენებს ამ ეტაპზე მხოლოდ ვასილ მახარაძეს, რომელიც საჭესთან იჯდა. დანარჩენი პირები დატოვა ფერად შენობასთან, სადაც თვითონ გაჩერდა და მობრუნდა მანქანასთან“, – განაცხადა გელხაურმა.

რაც შეეხება მიმდინარე სხდომას, პროკურატურამ უკვე დააყენა შუამდგომლობა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პატიმრობაში დატოვების შესახებ. ადვოკატებმა საპასუხოდ, მათი გათავისუფლება მოითხოვეს. ჯერ გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მიღებული არ არის.

ამასთან, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

დახურული სხდომის მიმდინარეობისას ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. არც ერთი არასრულწლოვანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის კანცლერმა ეჭვქვეშ დააყენა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა
ზაალ მიქელაძე ევრობიუროკრატებს: თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის
„ნაცმოძრაობის“ ოფისთან რომ მივიდეს რომელიმე მისი არამხარდამჭერი და „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, არ გავარდებიან პროკურატურასა და პოლიციაში და არ იტყვიან თავდასხმა მოხდაო
Financial Times: ცნობილი ფიგურების წინააღმდეგ რეიდებმა და მაღალ თანამდებობებზე ლოიალურად განწყობილი პირების დაწინაურების მცდელობებმა გამოიწვია ბრალდებები, რომ ზელენსკის მთავრობა ავტორიტარიზმისკენ მიემართება
თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო - საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას
არქივი