სკოლა "ალბიონის" პედაგოგებს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
304 10 ივლისი 2020, 20:27

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება გირაო შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

აღსანიშნავია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე - ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს სომხეთის ეკლესიას
შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა
მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას
არქივი