ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
563 07 ივლისი 2020, 23:56

სურამში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ილია ქურდაძის ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

"დღეს რამდენიმე საათის ურთიერთობა მქონდა ილია ქურდაძესთან. ეს ადამიანი არის უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობის ქვეშ. ასეთი დაჩქარებული წესით და არასამუშაო დროს, აღკვეთი ღონისძიების განხილვა სწორედ ემსახურებოდა იმას, რომ სინამდვილეში დროებით მოთავსების იზოლატორში დღეს მას ვერავინ გაუთენებს ღამეს, როგორც გუშინ გაუთენეს. მას რა ელანდება და რა შეიძლება, მოუწიოს თავის თავს, რა შეიძლება, რომ იმოქმედოს, მისი უკიდურესად მძიმე ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით",- განაცხადა ადვოკატმა.

მისი მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საერთოდ არ ახსოვს, რა მოხდა დანაშაულის ღამეს. მისი თქმით, ის სამი საათის განმავლობაში ელოდებოდა პოლიციას და შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.

"ამ სამი საათის განმავლობაში მას გარეთ ფეხიც არ გაუდგამს. ბოლომდე ელოდებოდა და არსებობს კადრები, როგორ მიჰყვება პოლიციას. მომენტებში აქვს გამონათებები და მომენტებში საერთოდ არ ახსოვს, რა მოხდა. რა ძალების ზემოქმედების ქვეშ მოხდა ეს ყველაფერი, სრულყოფილ და საღ პასუხს ვერ მცემს. ამის შედეგი იყო, რომ დღეს მან ჩვენება ვერ მისცა.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რაც საქმეშია, არაადეკვატურ მდგომარეობაში ადამიანი გინდა ფარულად ჩაწერეთ, გინდა არაფარულად. აი, ახლა რომ შეეკითხებით, შესაძლოა, 10 წუთის შემდეგ იგივე შეკითხვაზე სულ სხვა პასუხი მიიღოთ. დღეს მე ეს გამოვცადე. ილიას ვიცნობ წლების განმავლობაში და დამიჯერეთ, რომ მსგავსი კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი დედის გაზრდილია, სიყვარულით სავსე მეუღლე. სინამდვილეში რა მოხდა, ამაზე პასუხი არც საქმეში დევს და არც ამ სასამართლოზე არ არსებობს.

მას ესაჭიროება სასწრაფოდ, გადაუდებლად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა იმისთვის, რომ მისი ფსიქიური მდგომარეობა განისაზღვროს და დადგინდეს. რა მდგომარეობა ჰქონდა ფაქტის დღეს, რა მდგომარეობა აქვს დღესაც. საპატიმრო პირობებში მისი ყოფნა არის კიდევ ერთი, ძალიან დიდი საშიშროება მისი სიცოცხლის და ჯანმთელობის მოსპობის",- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ  ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.                     

დანაშაულის ფაქტი 7 ივლისს დილით, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის ელჩმა თქვა, ბოლო ვადა არის 31 აგვისტო, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, 00:00 საათზე ფაეტონი იქცევა გოგრად - ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღებისას
არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა
ტრამპი: ბანდის მეთაური ობამა იყო - ის დამნაშავეა, ეს იყო ღალატი, მათ სცადეს არჩევნების მოპარვა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი: უკრაინის პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის გამო სერიოზულად შეშფოთებული ვარ
უკრაინული მედია: უკრაინის პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურის დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია დაიწყო
არქივი