სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
452 29 ივნისი 2020, 12:44

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი რურასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. მისივე განმარტებით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: კონკრეტულ ორგანიზაციებს არ სურთ, რომ საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია, ვინაიდან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის - ექსტრემიზმი, რევოლუციები
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ჯიქიას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში
ირაკლი კობახიძე - მზია ამაღლობელმა კონკრეტული დაკვეთა შეასრულა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა მიიღო ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია, იგივე ეხებათ მათ პატრონებს, საქართველოში ჩატარდება გამართული არჩევნები, ამაზე პასუხისმგებელია ჩვენი სახელმწიფო
არქივი