"რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა ნაცმოძრაობის და მათი განშტოებების მიერ - ზაალ ანჯაფარიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
847 28 აპრილი 2020, 15:24
"რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა ნაცმოძრაობის და მათი განშტოებების მიერ , - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით,  რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა.

რესპუბლიკური პარტია არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით და ცოდნით იმისა თუ რა სურს ქართულ საზოგადოებას, რით სუნთქავს , რა ღირებულებები და მისწრაფებები აქვს. ამის დასტურია მათ მიერ ყველა არჩევნებზე ნაჩვენები სავალალო შედეგებიც. მათ რომ იცოდნენ ეს ყოველივე, ამ შედეგებს ერთხელ მაინც გააუმჯობესებდნენ. ამის დასტურია მათი დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა. რესპების ეს განცხადება არის იმ განცხადებების გადამღერება, რაც ამ დღეებში გაკეთდა ნაცმოძრაობის და მათი განშტოებების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო უკრაინის ხელისუფლებამდე მიეტანა საკუთარი პოზიცია ძებნილი და სასჯელ მისჯილი სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. თორემ უკრაინას ვიცე-პრემიერად შეუძლია ვინც სურს ის დანიშნოს. სასაცილო და სავალალო მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს 41 მილიონიანი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო, როდესაც მეორეჯერ ცდილობს ყველანაირად დისკრედიტირებული პოლიტიკოსის რეანიმირებას. იმ პოლიტიკოსის, რომელსაც უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი საჯაროდ მოიხსენიებდა კორუფციონერად”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურა ჩხაიძე: საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან
მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს
თემურ ჭყონია - პრემიერთან შეხვედრაზე სკანდალური არაფერი ყოფილა, საუბარი ძირითადად იყო ბიზნესზე, მსგავსი შეხვედრები ბიზნესს მოტივაციას აძლევს
ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ჩეხეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშს
არქივი