"ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და კახეთის გუბერნატორმა მუშობის ოთხი წელი შეაჯამა და თანამდებობა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
240 31 ივლისი 2020, 23:35

"ქართული ოცნებიდან" ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და კახეთის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა  რეგიონში მუშობის 4 წელი შეაჯამა და თანამდებობა დატოვა. მან  რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

„კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსით ბოლოჯერ შევხვდი მედიის წარმომადგენლებს და სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის 4 წელი შევაჯამე. ჩემთვის გულწრფელად დიდი პატივი იყო კახეთის მოსახლეობის ინტერსების ლობირება და კახეთის განვითარებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც განხორციელდა რეგიონში ბოლო ოთხი წლის მანძილზე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ახალი შენობა რვავე მუნიციპალიტეტში, სამი ინოვაციების ცენტრი თელავში, ახმეტასა და გურჯაანში, ახალი საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაცია, მიუსაფარ ცხოველთა პირველი რეგიონული თავშესაფარი, გზების მშენებლობა, არა ერთი პროექტი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რომელიც უკვე განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს წყალმომარაგების საკითხი ჩვენი რეგიონის რიგ მუნიციპალიტეტებში, ამიტომ ამ კუთხით მუშაობა კვლავ აქტიურად გრძელდება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ წლების განმავლობაში კახეთის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მედიაში ხშირად ვრცელდებოდა კახეთის განვითარების ჩემეული ხედვა, რომ კახეთში აეროპორტი "მიმინო" ჯერ შიდა ფრენებისთვის, შემდეგ კი, საერთაშორისო ფრენების მისაღებად ამოქმედდებოდა, რომ თუშეთამდე მისაღწევად, რთული, გეოგრაფიულად საშიში და ექსტრემალური გზის გარდა საბაგირო გზით მიაღწევდა ტურისტი. 

მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტები დღის სინათლეს იხილავს და რეალიზებული გახდება. კახეთში, ჩემ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, თელავისთვის და თუშეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმები დამუშავდა და შეიქმნა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენია, ორივე მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების გზაზე. 

თელავს შემოდგომიდან, გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება, დასრულდა პროექტირების ფაზა თელავის განახლების გეგმაზე, მომავალი წლიდან სატახტო ქალაქში განახლების ახალი ტალღა დაიწყება. 

ტურიზმის სფეროში გეტყვით, რომ მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, მთელი რეგიონის მასშტაბით ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობაა გაშლილი. პირველი საინვესტიციო რეგიონული ფორუმი, რომელიც კახეთში გაიმართა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა - მეტი ინვესტიციის მოზიდვას კახეთისთვის და მისი ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რაც ამ რეგიონს უპირობოდ უმკვიდრებს გამორჩეულ ადგილს ტურისტულ რუქაზე. 

ეს ყოველივე, კი საერთო ჯამში, სოციალური ფონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, იქმნება სამუშაო ადგილები, ტურიზმის ინდუსტრიაში, ისევე, როგორც, სოფლის მეურნეობის სფეროში, კახეთში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, უკვე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ჩვენი თანამოქალაქეები საქმდებიან. ეს ყველაფერი ერთად კახეთის, როგორც ძლიერი რეგიონის სურათს გვაძლევს. მჯერა, რომ კახეთი ყოველთვის, იმედიანად, წელგამართული შეხვდება ახალ გამოწვევებს და შეუქცევადი იქნება მისი წარმატება და განვითარება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ახლა უკვე ყოფილმა გუბერნატორმა  მადლობა გადაუხადა კახეთის მცხოვრებლებს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და მედიას. 

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალურად 20 ივლისს წარადგინა. კახეთის გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი შეასრულებს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ. 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
რობერტა მეცოლა: უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ ვუყურებდით 2004 წელს, გაფართოების დროს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
არქივი