ანზორ ბიწაძე - თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, ვნახოთ, სხვა კიდევ ვინ იქნება წარმოდგენილი საბურთალოს ოლქში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 08 ივლისი 2020, 16:02

არანაირი გარემოება არ არსებობს, რის გამოც თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ. ვფიქრობ, ამ კანდიდატს შანსი არ აქვს, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ვერ და არ ექნება, – განაცხადა  „ერთიანი საქართველოს“ წევრმა ანზორ ბიწაძემ.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, წარმოადგინოს საკუთარი კანდიდატურა, ჩვენ ამას ვერავის ავუკრძალავთ და არ არის აუცილებელი ყველგან, ყველაფერში შევთანხმდეთ. ჩვენ არ ვართ „კომუნისტური პარტია“, რომ ყველაფერში და ყველაფერზე ყველას ერთი აზრი გვქონდეს. თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, ვნახოთ სხვა კიდევ ვინ იქნება წარმოდგენილი საბურთალოს ოლქში.

ჩვენ შევათანხმებთ საკუთარ პოზიციებს, განვიხილავთ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენი გადაწყვეტილება ცნობილი. არის ოლქები, სადაც უმჯობესია, რამდენიმე კანდიდატით იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია. ამ ოლქების განხილვა მიდის ახლა და ძალიან მოკლე ვადაში შევატყობინებთ საზოგადოებას ჩვენს გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, არ დავაყენო კანდიდატურა, მაგრამ შესაძლებელია, დავაყენოთ რიგ ოლქებში კანდიდატურა, შესაძლებელია რიგ ოლქებში დავუჭიროთ მხარი სხვა პარტიის კანდიდატებს, ეს არის განხილვის საგანი“, – განაცხადა ბიწაძემ.

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი