ნიკა მაჭუტაძე - ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლისა და განადგურების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
298 08 ივლისი 2020, 14:10
მარკ ტვენის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიხმოთ, ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლის შესახებ გადაჭარბებულია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

„სახელიც გვეუბნება, რომ "ძალა ერთობაშია", შესაბამისად, სადაც ძალაა პოლიტიკაში, იქ არის გამარჯვება. მარკ ტვენის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიხმოთ, ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლისა და განადგურების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბებული. არამცთუ იშლება, პირიქით, ძლიერდება, დარწმუნებული ვარ, რომ გაძლიერდება და მას გაფართოების რეალური პერსპექტივები უდგას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი დადასტურებული ინფორმაციით არის ერთგული შეთანხმებისა. მას არ გაუკეთებია არავითარი განცხადება, რომელიც გულისხმობდა ამ შეთანხმებიდან გასვლას ან კოალიციიდან გასვლას. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას არ დატოვებს. გია ბარამიძის განცხადებაში, რასაკვირველია, არის ის მარცვალი, რომელიც შესაძლოა, კოალიციაში არსებულ გარკვეულ სირთულეებს ასახავს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კოალიცია და პოლიტიკურ კოალიციაში, როგორც წესი, არის ხოლმე სირთულეები, რომელიც უნდა გადაილახოს და გადაილახება“, – აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზურგსუკან ხდება რაიმე გადაწყვეტილების მიღება და მნიშვნელოვანი ინიციატივების გახმოვანება, ეს ძალიან დამაფიქრებელია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან... პროკურორი ვერ მიდის სამსახურში... მინისტრი სახლიდან აძლევს ინტერვიუს
3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...
თეიმურაზ კუპატაძე: პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს
თეიმურაზ კუპატაძე: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და საერთაშორისო სტანდარტებით არიან გადამზადებულნი
რა სახის საპოლიციო ღონისძიებებს მიმართავენ ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში - შსს ვიდეომასალას ავრცელებს
არქივი