ადამ კინზინგერი - ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების მიღებას, მადლობა ელჩ კელი დეგნანს მძიმე სამუშაოსა და გადამწყვეტი როლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
431 29 ივნისი 2020, 17:34

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.

კონგრესმენი „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება.

„ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას და მადლობას ვუხდით მათ, ვინც მონაწილეობდა, რათა ცვლილებების მიღება უზრუნველეყო. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება. მადლობა საქართველოში აშშ-ის ელჩ დეგნანს მისი მძიმე სამუშაოსთვის და გადამწყვეტი როლისთვის“,- წერს კინზინგერი.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა,წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი