საქართველოს ელჩი უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 მაისსაა დაბარებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 22 მაისი 2020, 15:57

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 25 მაისს არის დაბარებული.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, ელჩს უკვე გაუვიდა ორკვირიანი კარანტინის ვადა და ის ორშაბათს სამინისტროში მივა.

„ჩვენ ბუნებრივია, დავიცავით ყველა პროცედურა, რომელიც არის გაწერილი კატანრინთან დაკავშირებით.  ორშაბათს მოვა სამინისტროში, გავივლით ყველა დეტალს, ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან, მომავალ ჩვენს ურთიერთობებთან. მიუხედავად ამ პრობლემისა, ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ბევრი ინიციატივა, იგივე ერთობლივი განცხადება, რასაც საქართველოც შეუერთდა, იგივე ყირიმთან დაკავშირებით, გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში რიგმა სიტუაციებმა პრობლემები შექმნა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ანალიზი, როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი