დავით ქართველიშვილი: სიცრუის მხარეზე მყოფნი ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 07 მაისი 2024, 14:37
„ჩვენ გვესმის და ვათვითცნობიერებთ ლუციფერის ძლევამოსილებას და მის ყოფილ სტატუსს - ღმერთის უსაყვარლესი მთავარანგელოზისა. მაგრამ, მისი ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ, დღეს სულ სხვა ძალებს ვცემთ თაყვანს და ამ ძალების დაძლევის შანსი - საქართველოში - არ არსებობს!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც სიცრუის მხარეს დგანან, საქართველოს მოსახლეობის ერთიანობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ.
„დღე არ გავა, რომ ქართველი მეცნიერების, მწერლების, სპორტსმენების, მედიკოსების, ფარმაცევტების, ფერმერების, მეთევზეების, მონადირეების, ასენიზატორების და ა.შ. სახელით - არ გასაჯაროვდეს პასკვილები, რომლებიც იწყება აპრიორი ცილისწამებით და დეზინფორმაციით: „ძირს კრემლის შთაგონებით შექმნილი რუსული კანონი“. ამ წინასიტყვაობის უკან დგას სიცრუე - ლუციფერის საკომუნიკაციო ენა. შესაბამისად, ამის იქეთ პეტიცია უკვე არის უინტერესო და ანტიქართული. ქართული მიდგომის მხარეზეა სიმართლე და სახარება: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ - დღეს ერსა და ბერშიც, ორნიც ვართ და სამნიც, ასე რომ უფალი ჩვენთან არს. სიცრუის მხარეზე მყოფნი ამ ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ. ჩვენ გვესმის და ვათვითცნობიერებთ ლუციფერის ძლევამოსილებას და მის ყოფილ სტატუსს - ღმერთის უსაყვარლესი მთავარანგელოზისა. მაგრამ, მისი ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ, დღეს სულ სხვა ძალებს ვცემთ თაყვანს. და ამ ძალების დაძლევის შანსი - საქართველოში - არ არსებობს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი