ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს წინააღმდეგ შეიკრა კოალიცია, რომელსაც გლობალური ომის კონგლომერატი მეთაურობს. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, აბსოლუტურად მართულია და არაავთენტური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 01 მაისი 2024, 11:26
„29 აპრილი აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიისათვის სიგნალი, რომ არანაირი „პროქსი” და „ჰიბრიდული” სტრატეგია, სანამ დროა ბოლომდე უნდა მიაწვნენ საქართველოს და ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. სრული მობილიზაციაა გამოცხადებული ფინანსური და საგარეო მხარდაჭერით," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და დასძენს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი, იმდენად არაავთენტურია, რომ ერთი შეხედვითაც ჩანს.
ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ აქციები ფსევდო-მშვიდობიანია და მისი მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიზანია მაქსიმალური პროვოკაციითა და შეურაცხყოფით სამართალდამცავების მისამართით ძალადობა.
„29 აპრილს ნათლად დააფიქსირა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და ქვეყნის სუვერენიტეტის, დეოკუპაციის, სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლისთვის აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, გვერდში დგომა აღუთქვა. 29 აპრილი აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიისათვის სიგნალი, რომ არანაირი „პროქსი” და „ჰიბრიდული” სტრატეგია, სანამ დროა ბოლომდე უნდა მიაწვნენ საქართველოს და ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. სრული მობილიზაციაა გამოცხადებული ფინანსური და საგარეო მხარდაჭერით. ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ შეიკრა კოალიცია, რომელსაც გლობალური ომის კონგლომერატი მეთაურობს. საქართველოში მიმდინარე პროტესტი, აბსოლუტურად მართულია და იმდენად არაავთენტურია, რომ ერთი შეხედვითაც ჩანს. ამას ასწავლიან ტრენინგებზე, რომელსაც იმ შავი ფულით აფინანსებდნენ, რის გამჭვირვალობის წინააღმდეგაც ატეხეს ამბავი. ფსევდო-სახალხო ლიდერები ბუღაძეების სახით, რომლებიც ფსევდო-მშვიდობიანი აქციებს აორგანიზებენ, ოღონდ მაქსიმალური პროვოკაციითა და შეურაცხყოფით სამართალდამცავების მისამართით, რომ იძალადონ შენზე და მსხვერპლად წარმოაჩინო თავი. ერთი დეტალი - გუშინ ღამე სად იყვნენ ორგანიზატორები და პოლიტიკოსები? გვიან მხოლოდ აქტივისტები იყვნენ რუსთაველზე?! სტრატეგიაა ასეთი, რომ თითქოს პროცესებს არავინ აკონტროლებს და ბუნებრივად ნივთდება პროტესტი, მერე მივარდნები, ცეცხლი, ყვირილი და ფონი, რომ თითქოს ქაოსია. სინამდვილეში, შარპის თეორიების გადამღერებაა, რომელსაც აკერმანი ასწავლიდა ჩვენს უსამშობლოებს! მოკლედ, მართული ქაოსის შექმნის მცდელობასთან გვაქვს საქმე, სადაც 1000 კაცს უნდა ეს ქვეყანა ააყირაოს პირადი ნება-სურვილით! არაფერი გამოგივათ! P.S. და კიდევ ერთი აუცილებელი შენიშვნა - ეს პროცესები წაახალისა ნაბიჭვარმა პრეზიდენტმა, როდესაც ათასი რჯულის დამნაშავე პარაზიტი გაათავისუფლა და პოლიტიკა აქცია ნაძირალების თავშესაფრად!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი