მამუკა არეშიძე: გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 30 აპრილი 2024, 20:52
როგორ შეიძლება რუსეთს თავი მოაწონო, როცა დღედაღამ ამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში ყველა ანტირუსულ რეზოლუციას მხარს უჭერ. მე ვიცნობ მოსკოვური პოლიტიკური ელიტის მანერებსა და აზროვნების ლოგიკას, დიდხანს მქონდა მათთან ურთიერთობა, უაღრესად გაღიზიანებული არიან, - ასე უპასუხა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრის” შეკითხვას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთს თავი მოაწონოს.

როგორც არეშიძემ განმარტა, არ არის გამორიცხული, მოსკოვის პოლიტიკური ელიტა კანონის მხარდამჭერი განცხადებებით განგებ ცდილობდეს საქართველოში ვითარების დაძაბვას, ვინაიდან, კარგად იციან, რომ მათი დადებითი პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. “თქვენ გგონიათ, რადგან ისინი დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა! არ გამოვრიცხავთ იმ ფაქტორს, რომ სიტუაციის გასამწვავებლად ლაპარაკობენ. ძაბავენ ვითარებას, იმიტომ, რომ იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და განცხადებებით ამძიმებენ მდგომარეობას. როცა საზოგადოება დაპირისპირებულია, მაშინ სახელმწიფოს მშენებლობა დამუხრუჭებულია.” - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის, თურქეთი ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია და სწორედ უცხო გავლენებისგან თავის დასაცავად, კანონმდებლობის მოწესრიგებას იწყებს, იქაც რუსულად მონათლავენ კანონპროექტს?
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება, დაიძრა ყინული
გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე: პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას
ირაკლი ლატარია: საქართველომ ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს
დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის
არქივი