დავით ქართველიშვილი: კიევის მერმა ვერ მოახერხა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა - კლიჩკომ აღნიშნა, რომ უკრაინის წამყვან პოლიტიკოსებს შორის არ არსებობს არც ერთობა და არც ერთსულოვნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 29 აპრილი 2024, 16:07
სანამ ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემას  საინტერესო ინტერვიუ მისცა - ვიგებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, კლიჩკომ ვერ მოახერხა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. მისი აზრით, ეს ცოტა არ იყოს უცნაურია - ომში გახვეული ქვეყნის დედაქალაქის მერისა და პრეზიდენტის ურთიერთობა“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილის განცხადებით, კიევის მერს სჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუკი, უკრაინელ მოქალაქეებს ვინმე ქვეყნის სამთავრობო ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ კითხვის დაუსვამს, ყველა უპასუხებს, რომ ისინი ამით უკმაყოფილოები არიან. 

„სერიიდან: სანამ ზურაბიშვილი უკრაინას ეწევა, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ პოპულარულ გერმანულ გამოცემას საინტერესო ინტერვიუ მისცა. აქედან ვიგებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, მიუხედავად ათობით უშედეგო მცდელობისა, კლიჩკომ ვერ მოახერხა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. მისი აზრით, ეს ცოტა არ იყოს უცნაურია - ომში გახვეული ქვეყნის დედაქალაქის მერისა და პრეზიდენტის ურთიერთობა, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ უკრაინის წამყვან პოლიტიკოსებს შორის არ არსებობს არც ერთობა და არც ერთსულოვნება. 

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდეს, ვიდრე კიევის მერთან აუდიენცია, კლიჩკოს აზრით, დღეს დადგა პოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადების ჟამი. თუმცა, ამან არ შეუშალა კლიჩკოს დაედანაშაულებინა მთავრობა, ქვეყანაში კატასტროფულ დონეზე ასულ კორუფციასთან არასათანადო გამკლავებაში. ვიტალი კლიჩკოს ღრმა რწმენით, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს რომ დავუსვათ ეს შეკითხვა, თითოეული გვიპასუხებს, რომ უკმაყოფილოა სამთავრობო ანტიკორუფციული პოლიტიკით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი