დიმიტრი ხუნდაძე 29 აპრილის აქციაზე: განა წაუკითხაობა უხდება ახალგაზრდობას და ქვეყანას მორჩილება? აი რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 22 აპრილი 2024, 13:48
ნაცმოძრაობას და მათ პატრონებს სურთ საქართველოში უმცირესობის პოზიციები დომინანტად აქციონ. სწორედ ამიტომაა, რომ ლგბტ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის ინსტრუმენტად სურთ გამოიყენონ," -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი  დიმიტრი ხუნდაძე და  დარწმუნებულია, რომ ამას არ დაუშვებს ქართული საზოგადოება და თავის სათქმელს 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე იტყვის. 

„ნაც მოძრაობას და მათ პატრონებს სურთ საქართველოში უმცირესობის პოზიციები დომინანტად აქციონ.
სწორედ ამიტომაა, რომ ლგბტ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის ინსტრუმენტად სურთ გამოიყენონ. მათი მხრიდან რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი სცენა გვინახავს და ახლაც აქვთ მცდელობა, რომ „სარწმუნოება“ „ერთობით" ჩაანაცვლონ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დაყოფას ემსახურება.
ამდაგვარი, შეფარული ინსტრუმენტის ნაწილია შავი ფულის გაუმჭვირვალობის საკითხიც, რომელიც ასევე უმცირესობის მოთხოვნით მიუღებლად სურთ წარმოაჩინონ, არადა ვინ დაიჯერებს, რომ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალობა ჯობია და შინაარსს - უშინაარსობა. განა წაუკითხაობა უხდება ახალგაზრდობას და ქვეყანას მორჩილება? აი რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს," -  წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
მამუკა მდინარაძე: რაც კარგია შტატებში და ევროპაში, საშინელება საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!
თამარ ჩერგოლეიშვილი: დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ამის მომსწრეები ვართ
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
ეკა სეფაშვილი: დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება
არქივი