ლევან ნიკოლეიშვილი: “გამჭვირვალობის კანონპროექტი”, რომელიც ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგან ეს მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 17 აპრილი 2024, 17:07
ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ სიმართლე, ის რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი”, რომელიც რეალურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, რეალურად მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგანაც ეს არის მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, თუ უცხოელებმა უნდა განსაზღვრონ, საქართველოში რა კანონები მიიღებოდეს, მაშინ აზრს კარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა. ექსპერტი სვამს კითხვას, თუ რადიკალების ზღვარგადასული საქციელი, როგორიცაა, მაგალითად "იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა ევროპულია, ხოლო კანონი რომელიც ფინანსების გამჭვირვალეობას ეხება, რატომ არის რუსული.
"ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ სიმართლე, ის რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი”, რომელიც რეალურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, რეალურად მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგანაც ეს არის მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნება. თუ უცხოელებმა უნდა განგვისაზღვრონ, რა სახის კანონები უნდა მივიღოთ, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ჯარი, პოლიცია უშიშროება, ადგნენ და უცხოელებმა მიხედონ ამ საქმეებსაც, მოსამართლეების დადგენას ისედაც გვპირდებოდნენ. რაც შეეხება მთავრობას, NGO-ები ისედაც ტექნიკურ მთავრობას გვპირდებოდნენ. მაგალითად, ტელეკომპანია "იმედს" ნაცები თავს ესხმოდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ოპოზიციაში მყოფებიც თავს ესხმიან. ასეთი მარაზმის შექმნის მსურველებს მიაჩნიათ, რომ მათი ეს ზღვარს გადასული საქციელი თუ უსაქციელობა ევროპულია, ხოლო კანონი ფინანსების გამჭვირვალეობას ეხება, ამიტომაცაა რუსული?!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
პაატა კვიჟინაძე: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ
არქივი